ლადო კახაძე - როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს - ჩემი საქართველო ამ ფორმით მინდა დავინახო, რომ შვას კეთილი და იმედიანი მომავალი

როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს; მინდა, ჩემი საქართველო ამ ფორმით დავინახო, რომ შვას კეთილი, ჯანმრთელი და იმედიანი მომავალი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთაწმინდაზე, ლადო კახაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში არა ლადო კახაძე, არამედ ის ადამიანები შედიან, ვინც კახაძეს მხარს დაუჭერენ.

„მეან-გინეკოლოგი ვარ ჩემი პირველადი პროფესიით. როცა ორსულს ვხედავ, ყოველთვის წარმატების მოლოდინი მაქვს. ჩემი საქართველო მინდა ამ ფორმით დავინახო, რომ შვას კეთილი, ჯანმრთელი და იმედიანი მომავალი. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს. ყველაფერი ის, რაც იქნება სამერმისეთში გადასატანი, კარგს გადავიტან. ცუდს ან გავანეიტრალებ, ან ამ ცუდის მიმართ სწორი შეხედულება გვექნება, გამოსწორების გზებსაც დავსახავთ და ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. მარტო ლადო კახაძე არ შედის პარლამენტში, ის ადამიანები შედიან, ვინც ლადოს გამოიყენებენ. მათი ტრიბუნა და მათი ტკივილის გამხმოვანებელი უნდა გავხდე. ეს ჩემთვის არახალია. ჩემმა ასაკმა რომ გამოცდილებები დამიგროვა, ეს კიდევ ერთი პლუსია, ალბათ", - განაცხადა კახაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა