დეკანოზი გიორგი კიკვაძე - ვფიქრობთ, 17 მაისის მსვლელობაში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რადგან ოჯახი ის უპირველესი ღირებულებაა, რომელზეც სახელმწიფო დგას

დეკანოზ გიორგი კიკვაძის განცხადებით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გასამართ მსვლელობაში მონაწილეებს, სრულიად საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე დალოცავს, შემდეგ კი პარაკლისს აღავლენს.

დეკანოზის თქმით, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, რის შემდგომაც სამების საპატრიარქო ტაძრის გალავანთან კონცერტი გაიმართება.

„ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს ამ მსვლელობაში მონაწილეობას, რადგან ოჯახი არის ის უპირველესი ღირებულება, რომელზეც დგას ნებისმიერი სახელმწიფო. ჩვენი სახელმწიფო კი ჩვენი მოქალაქეებისთვის არის უძვირფასესი რამ, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარულიდან, პატრიოტიზმიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საზოგადოების დიდი უმრავლესობა გამოხატავს სიყვარულს ოჯახის ინსტიტუტისადმი და თავის ქვეყნისადმი, რომელიც სწორედაც დაშენებულია თითოეულ ოჯახზე", - განაცხადა დეკანოზმა.

კითხვაზე, მსვლელობისას ელოდებიან თუ არა რაიმე ტიპის ექსცესებს, დეკანოზმა განაცხადა: „შესაძლებელია, ამისგან ვერავინ ვიქნებით დაზღვეული".

ამასთან, დეკანოზი აღნიშნავს, რომ ეკლესია ემიჯნება ყველანაირ ძალადობრივ ქმედებას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

დეკანოზმა ასევე ისაუბრა მსვლელობის ბოლოს დაგეგმილ კონცერტზე და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მონაწილემ, კონცერტში მონაწილეობაზე გარკვეული მიზეზების გამო უარი თქვა, რამაც საზოგადოებაში, მათ მიმართ აგრესია და შერაცხყოფა გამოიწვია.

„კონცერტის მონაწილეებთან დაკავშირებით, იყო გარკვეული ორაზროვნება. ნაწილი იღებს მონაწილეობას ამ კონცერტში, ნაწილმა გარკვეული მიზეზების გამო თავი შეიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიმართ, რომლებმაც თავისი პირადი მოსაზრების გამო, თავი შეიკავეს კონცერტში მონაწილეობისგან, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გაისმა მათ მიმართ ისეთი დამოკოდებულება, რომელიც არ შეეფერება მორწმუნე ქრისტიანს. ვგულისხმობ შეურაცხყოფას. მიუღებელია, ადამიანის პიროვნული არჩევანის გამო, აგრესიულები ვიყოთ", - განაცხადა დეკანოზმა.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა