საბურთალოს რაიონში სხვადასხვა სახის 22 პროექტი ხორციელდება

საბურთალოს რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის 22 პროექტი ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია შარტავას ქუჩა N16, მიცკევიჩის ქუჩა N14, ყაზბეგის გამზირი N3ა, N3-ში და კოსტავას ქუჩა N75-ში მიმდინარეობს, სადაც წყალარინების ქსელი და საკომუნიკაციო ჭები შეიცვლება.

მერიის ცნობითვე, აღნიშნულ მისამართებზე დაახლოებით, 273 ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც პროექტის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება.

პროექტების ფარგლებში, სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. მათ შორის, ვაჟა-ფშაველას გამზირი N14-სა და ამბროლაურის ქუჩა N166-ის მე-7 კორპუსში.

მიცკევიჩის ქუჩაზე, N29 კორპუსსა და ცინცაძის ქუჩა N43-ში ქანობიანი სახურავის რეაბილიტაცია ხორციელდება. კორპუსის ბრტყელი სახურავის შეკეთება კი ცინცაძის N85-ში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, რაიონში ცხრა ლიფტის რეაბილიტაცია ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში, ლიფტების კაბინები, ელექტროძრავა, ბაგირი და კარები შეიცვლება.

პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 725 153 ლარით დაფინანსდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა