სოფიო ქაცარავა - ჩვენ საარჩევნო კამპანიას ძალიან მშვიდ ვითარებაში ვატარებთ,  თუმცა, ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებს ვხედავთ

ჩვენ კამპანიას ძალიან მშვიდ ვითარებაში ვატარებთ, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებს ვხედავთ“, - ამის შესახებ ზუგდიდში მყოფმა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ნებისმიერი გადაცდომა სამართალდამცველების მხრიდან უნდა იყოს გამოძიებული.

„მე ეჭვი არ მეპარებოდა, რომ გეგა შენგელია ღირსეული კანდიდატი იყო. რამდენიმე დღეა, რაც შევუერთდი ზუგდიდში საარჩევნო კამპანიას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ის არის ნამდვილად საქმიანი და კომპეტენტური პიროვნება. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ზუგდიდის მოსახლეობასთან და კეთილგანწყობა აშკარაა. ეს ჩემი დაკვირვებაა და მხარდამჭერების რაოდენობა არის მაღალი. ჩვენი ამოცანა არის, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს ძალიან მშვიდი. ჩვენ ძალიან მშვიდ გარემოში ვატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას, თუმცა პროვოკაციული ფონი არის საკამოდ მძაფრი. ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მოხდეს ამ მშვიდი კამპანიის დისკრედიტაცია. რა თქმა უნდა, უწყებებმა ყველანაირი რეაგირება უნდა მოახდინონ“,- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა