პირველად საქართველოში Mercedes-Benz Business Week  ჩატარდება

პირველად საქართველოში Mercedes-Benz Business Week ჩატარდება. ღონისძიება 7-8-9 ივნისს გაიმართება და ბიზნესმენებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე, ეფექტურ შედეგებზე იქნება ორიენტირებული. პროექტის მიზანი რეგიონში ბიზნეს სექტორის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესში უცხოელი ინვესტორების აქტიური ინტეგრირებაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტის პირველ დღეს გახსნის Mercedes-Benz Daimler-ის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური მენეჯერი Ilkhomjon Fayziev და დაიმლერის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი Utz Rachner. მოწვეულია ასევე მარკეტინგის საერთაშორისო ექსპერტი და ანტრეპრენუარი Andriy Fedoriv. კვირეულის ყოველი დღე დატვირთული იქნება ქართველი და საერთაშორისო სპიკერების გამოსვლებით, რომლებიც აქტუალური თემების შესახებ საკუთარ ბიზნეს გამოცდილებას გაუზიარებენ მოწვეულ სტუმრებს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ბიზნეს კვირეული საქართველოში გერმანული დაიმლერის ოფიციალური წარმომადგენლების, „ბენე ექსკლუზივისა“ და „აკა ჯგუფის“ ორგანიზებით განხორციელდება. პროექტი კომპანიების დირექტორებს, დამფუძნებლებსა და მაღალი რგოლის მენეჯერებს აერთიანებს.

ორგანიზატორების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება, კომპანიებმა წინასწარ დაგეგმონ საქმიანი შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან, რომლის ორგანიზებაშიც Networking Georgia-ს გუნდი დაეხმარებათ. B2B შეხვედრები სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შედგება. გუნდი თითოეულ ეტაპზე მიყვება ორივე მხარეს და უზრუნველყოფს კომპანიების ინტერაქციასა და სასურველი შედეგების მიღწევას.

„ბიზნეს კვირეულს 500-მდე სტუმარი დაესწრება. მათ შორის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსები, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, უცხოელი ინვესტორები და სამთავრობო სტრუქტურები. ღონისძიება სამივე დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება: Mercedes-Benz-ის თბილისის ცენტრში, სასტუმრო „ბილტმორ თბილისსა“ და კლუბ „რესპუბლიკაში“.

Mercedes-Benz Business Week-ზე საერთაშორისო ბიზნეს სპირეკების გამოსვლის შემდეგ ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს „ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი“, ხოლო მესამე დღეს Parov Stelar-ის საქსაფონისტი Max The Sax. კვირეულის მთავარი მედია პარტნიორები არიან: Forbes, ტელევიზია PALITRANEWES და ვებ-პორტალი ბიზნესპრესნიუსი - BPN.GE.

დასწრების მსურველები ვერიფიკაციას „ბენე ექსკლუზივის“ საიტსა და tkt.ge-ზე გაივლიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს