მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ლიბანის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი საქართველო - ლიბანის ბიზნეს ფორუმზე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტურიზმის სექტორისადმი მიძღვნილ პანელზე გამართულ დისკუსიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მონაწილეობდა. ფორუმის წევრებს სიტყვით ლიბანის ტურიზმის მინისტრმა მიმართა.

„დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, დამსწრე საზოგადოებას ვესაუბრეთ იმ დიდი შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, ტურიზმის სექტორში საინვესტიციო კუთხით. ვისაუბრეთ ტურიზმის ზრდის დინამიკაზე და ორ ქვეყანას შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შესახებ. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ რომ საქართველოსა და ლიბანს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყოს“, --განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველო-ლიბანის ბიზნეს ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით გაიმართა.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში საქართველოს, 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია. მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის წარმომადგენლები.დელეგაციის წევრებს შორის არიან: ლიბანის ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრები, ასევე დიპლომატიური მისიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნეს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს