ავლაბარში, ბოჭორმის ქუჩაზე, მშენებლობის მიზნით, ხეების მოჭრა მიმდინარეობს

ავლაბარში, ბოჭორმის ქუჩაზე, მშენებლობის მიზნით ხეების მოჭრა მიმდინარეობს. მშენებლობას, დამკვეთი კომპანია „ავლაბარი ჰოტელ რეზიდენსი” აწარმოებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ბოჭორმის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გამო, კომპანიის მიერ ხეების მოჭრის ფაქტი შეთანხმებული იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან.

„გადარგულია 19 ჯანსაღი ხე, მოიჭრა 36 ხმელი და 4 ზეხმელი ხე. მშენებელს აქვს დენდროლოგიური პროექტი და აღნიშნულის სანაცვლოდ 40 ძირი ახალი ნარგავი დაირგვება”, - აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.

იხილეთ ვიდეო: ავლაბარში, ბოჭორმის ქუჩაზე, მშენებლობის მიზნით, ხეების მოჭრა მიმდინარეობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა