მამუკა ბახტაძე გიორგი ქობულიას განცხადებაზე - მრჩება განცდა, რომ გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი

მრჩება განცდა, რომ გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში გაკეთებულ შეფასებას, რომლის მიხედვით, სახელმწიფო კომპანიები არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებებისა და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ.

როგორც ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, “თეორიებში ლაპარაკს სჯობს, ყველამ კონკრეტული მაგალითი მოიტანოს“.

“მე მის გამონათქვამზე არაერთი კომენტარი გავაკეთე. სამწუხაროდ, მრჩება განცდა, რომ გაბრაზებული ადამიანის პოზიციას ვისმენდი. ზოგადად, მართვაში როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე გვქონდა და დღესაც გვაქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. მე საზოგადოებას ამაზე ღიად ვესაუბრები. ბოლო კვარტლის შედეგები აჩვენებს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. თუ მთავრობის ბოლო სხდომას მიაქციეთ ყურადღება, სადაც მე კონკრეტული სტატისტიკა მოვიყვანე, ეს არის ყველაზე მყარი არგუმენტი. თეორიებში ლაპარაკს სჯობს, ყველამ კონკრეტული მაგალითი მოიტანოს. მე შემიძლია ერთი რამ დაგპირდეთ, როდესაც იქნება კონკრეტული ფაქტი, რომ ვიღაც კორუფციაშია გარეული, ჩვენ და კანონი იქნება ძალიან მკაცრი. ამის პირობა შემიძლია ყველას მოგვცეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა