საპარლამენტო მმართველობის თემაზე ლაგოდეხში ესეების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხელ ახალგაზრდებს შორის საპარლამენტო მმართველობის თემაზე, ესეების კონკურსი ჩატარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კონკურსში 15 - დან 20 წლამდე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება ლაგოდეხის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.

კონკურსში გამარჯვება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო გოგოლაძემ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილი ლაგოდეხის № I საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტარიელ ხარატიშვილმა და მარიამ მანჯგალაძემ გადაინაწილეს.

გურამ მაჭარაშვილმა კონკურსის მიზნებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ის მიზნად ისახავდა საპარლამენტო მმართველობის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, ასევე კონკურსი მიეძღვნა პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს. კონკურსში მონაწილეობა ადგილობრივმა ბიზნესმაც მიიღო, მათ გამარჯვებულ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდოები გადასცეს. სკოლის დირექტორების და დამსწრე საზოგადოების შეფასებითი, მსგავსი აქტივობები, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღონისძიების უშუალოდ მონაწილეების, არამედ ზოგადად ლაგოდეხის მოსახლეობისთვის. დეპუტატის ბიუროში კი აანონსებენ, რომ ზაფხულის განმავლობაში ლაგოდეხსა და ყვარელში უამრავ შემეცნებით და საინფორმაციო ტიპის ახალ აქტივობას განახორციელებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა