„თელასმა“ საპილოტო პროექტი „მისტიური მომხმარებელი“ საკუთარი ინიციატივით განახორციელა

მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასმა“ საპილოტო პროექტის „მისტიური მომხმარებელი“ განსახორციელებლად საკონსულტაციო კომპანია დაიქირავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, „თელასის“ ინიციატივამ უნდა გამოავლინოს, რამდენად შეესაბამება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

პილოტური პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც თბილისში 2019 წლის აპრილის და მაისის თვეებში განხორციელდა, კომპანიამ „სერვის კონსალტინგი - ანალიტიკური ჯგუფი“ სს „თელასის“ ბიზნეს ცენტრის „საბურთალო“ და call-ცენტრის მუშაობა შეამოწმა. პროექტის შემდგომ ეტაპებზე კომპანიის დანარჩენი ბიზნეს ცენტრების მუშაობაც შემოწმდება.

პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებს „თელასის“ მენეჯმენტი შეისწავლის და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

პროექტი „მისტიური მომხმარებელი“ პირველად საქართველოში 2017 წლის იანვარში საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დანერგა, ხოლო ამ პილოტურ პროექტს კომპანია „თელასი“ საკუთარი ინიციატივით ანხორციელებს, რათა უფრო დეტალურად შეისწავლოს და აღმოფხვრას მომხმარებელთა მომსახურების სფეროში არსებული ხარვეზები.

„კომპანია „თელასის“ მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა გახლავთ. აქედან გამომდინარე, „თელასის“ მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება ეს კვლევა ჩაეტარებინა. კომპანია შემდგომშიც აპირებს განაგრძოს მუშაობა მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ინოვაციური სერვისების დასანერგად“, - განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა