კომპანია "კადევე საქართველოს" თანამშრომლების ოთხდღიანი გაფიცვა შეწყდა

სადისტრიბუციო კომპანია „კადევე საქართველოსთან" შეთანხმება შედგა და კომპანიის თანამშრომლების ოთხდღიანი გაფიცვა შეწყდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული პროფკავშირების პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ოთხდღიანი გაფიცვის შემდეგ პროფკავშირებმა წარმატებას მიაღწია და პროფკავშირული ნიშნით სამსახურიდან დათხოვნილ ერთ პირს დამსაქმებელი სამსახურში აღადგენს, 20-25%ით გაიზრდება ყველა დასაქმებულის ხელფასი და შრომის კოდექსის შესაბამისად მოხდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება.

პროფკავშირების ცნობით, სადისტრიბუციო კომპანია „კადევე საქართველოს“ მუშაობა ორ საათში სრულად აღდგება. საპროტესტო აქციებში გასული ოთხი დღის განმავლობაში დასაქმებულთა დიდი ნაწილი მონაწილეობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა