ირაკლი კობახიძე - ჭიათურა იმსახურებს საუკეთესოს, წინსვლას, განვითარებას, რასაც ჩვენი მერობის კანდიდატი შეძლებს

ჭიათურა იმსახურებს საუკეთესოს, იმსახურებს წინსვლას, იმსახურებს განვითარებას - ამ ყველაფერს შეძლებს ჩვენი მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

“ჭიათურა არის ულამაზესი ქალაქი, ულამაზესი რაიონი თავისი ულამაზესი ხალხით, ზემო იმერეთისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სითბოთი, განსაკუთრებული სილამაზით. ეს ქალაქი, ეს რაიონი ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. იმსახურებს წინსვლას, იმსახურებს განვითარებას და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჭიათურას ჰქონდეს წინსვლა და განვითარება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მზრუნველი ადამიანების გარეშე ვერ გაკეთდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოგიდგინეთ კანდიდატად გივი მოდებაძე, რომელიც არის ჭიათურაზე შეყვარებული ადამიანი. ადამიანი, რომელსაც სულით და გულით უყვარს ჭიათურა. იცის ზუსტად რა ულხინს და რა უჭირს ჭიათურას და იცის რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჭიათურა განვითარდეს. ამიტომ, ყველას მინდა მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ გივი მოდებაძეს. დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჭიათურის განვითარებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ის ასევე მაღაროელების მოთხოვნების გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მშრომელებს ღირსეული სოციალური და შრომის პირობები მიეცეთ.

“ჩემი კოლეგების მიერ აღინიშნა, რომ გვერდზე ქუჩაზე იმართება აქცია. მაღაროელებს აქვთ მოთხოვნები. მათ სურთ, რა თქმა უნდა, უკეთესი შრომის პირობები, უკეთესი სოციალური პირობები და რა თქმა უნდა, ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს. მათ შორის, გვექნება საუბარი კომპანიასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა