მთავრობის ადმინისტრაციასთან, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით,  სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სასულიერო პირთა ნაწილი და რიგითი მოქალაქეები აქციას მართავენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა გაბრიელ ჩადუნელმა განუცხადა, აქციის მთავარი მიზანია მთავრობამ და საზოგადოებამ გაიგოს, რომ „ქართველი ერი წავა ყველა იმ ცოდვის წინააღმდეგ, რომელიც გადაშენებას, შთამომავლობის გარყვანას უწყობს ხელს“.

დეკანოზის განცხადებით, შეკრებილი მოქალაქეები მშვიდობიანი ფორმით აფიქსირებენ თავიანთ აზრს.

„ჩვენი შეკრების მთავარი მიზანი და მიზეზია ის, რომ მისმა უწმინდესობამ დააკანონა ოჯახის სიწმინდის დღე. ერთის მხრივ ეს არის ჩვენი ბედნიერება, რომ როგორც ერი მოვედით ტრადიციების, ოჯახის სიწმინდიდან გამომდინარე. აქ შეკრების მიზანი არის, რომ ქართველი ერი არ წავა ყველა იმ ცოდვის წინააღმდეგ, რომელიც გადაშენებას, შთამომავლობის გარყვნას შეუწყობს ხელს. საქართველო არ არის ის ადგილი, სადაც სოდომისა და გომორის ცოდვას შეუწყობენ ხელს", - განაცხადა დეკანოზმა გაბრიელ ჩადუნელმა.

აქციის მონაწილეთა ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან 17:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით ფეხით მსვლელობას შეუერთდება, ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციას ღამის საათებშიც გააგრძელებს.

18.00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთი აქცია იგეგმება, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გამართავენ და რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან ლგბტ თემის პროპაგანდას საქართველოში.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები, აქციაზე ამ დროისთვის ექსცესები არ დაფიქსირებულა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად