18 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს

18 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გამიზნულია მომავალი აბიტურიენტებისთვის და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც საქართველოში ამერიკული განათლების მიღებით არიან დაინტერესებულნი.

„წინასწარი რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში: http://gtu.ge/AboutStu/stem.php

STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალი აბიტურიენტები მიიღებენ მომწურავ ინფორმაციას ტექნიკურ უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ( SDSU ) საბაკალავრო პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის შესახებ.

ჩვენი საბაკალავრო პროგრამებია: სამოქალაქო ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია და ელექტრული ინჟინერია.

STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალი აბიტურიენტები გაეცნობიან საინტერესო პრეზენტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ STEM-თამაშებში. მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები და STEM-სერთიფიკატები.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე: http://gtu.ge/News/12268/ ასევე, ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სტუ-ის ფეისბუქის გვერდზე.

საინფორმაციო შეხვედრა შედგება ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსში, მერაბ კოსტავას N77.

მონაწილეებს რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ 11:30-დან 12:00 საათამდე. შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა