დეკანოზი შალვა კეკელია - ადამიანს, რომელსაც გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, ის მოძალადე არასდროს გაიზრდება

დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე დაძაბულობას ან რაიმე დაპირისპირებას არ ელოდებიან.

როგორც დეკანოზმა მსვლელობის დაწყებამდე „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ოჯახის სიწმინდის დღე არის დღე, როცა ადამიანები ამბობენ - „არა ძალადობას".

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მთელი ჩვენი ერისთვის, ოჯახის სიწმინდის დღე, როდესაც ადამიანები ვამბობთ, რომ არა ძალადობას, არა წინააღმდეგობას, არა ადამიანის დაჩაგვრას. ადამიანი, რომელსაც ჩვენ გავზრდით ოჯახში და ვასწავლით ოჯახის სიწმინდეს, ის მოძალადე არასდროს გაიზრდება. ამას თუ ავიტაცებთ სწორად და არ გამოვაჩენთ დღედ, რომელიც არის წინააღმდეგობის დღე, მაშინ ძალიან დიდ შედეგს მივიღებთ. უნდათ გამოაჩინონ ძალადობის დღედ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეკლესია არასდროს ყოფილა ძალადობის მომხრე. ეკლესია არის სიყვარულის მქადაგებელი", - აცხადებს დეკანოზი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად