მეუფე იოანე - ქადაგება  ისეთი ურთიერთობების, რომლიდანაც  ოჯახი არ იქმნება და არც მრავლდება, დამღუპველია ჩვენი ერისათვის

ოჯახის დალოცვისა და კურთხევის მიმართ არის ან დაცინვა ან ცინიკური დამოკიდებულება ან საერთოდ იგნორირება. რაც წინა წლებშიც ხდებოდა - 15-20 კაცის გამოსვლა, რომელიც მომხრეა გარყვინელების და 100 და 2000 კაცის მიჩქმალვა, ამას დღეს უწოდებენ ადამიანის უფლებების დაცვას“, - ამის შესახებ რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში ჩატარებული პარაკლისის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ მომავალ თაობას თავზე ნუ მოახვევენ საუკუნეების მანძილზე საზოგადოების ცნობიერების მიღმა დატოვებულ პირად ურთიერთობებს, რომელშიც არავინ არ იჭრება, მაგრამ საზოგადოებისთვის თავზე მოხვევა ასეთი ურთიერთობის, რომელიც ღვთისაგან დაგმობილია, როგორც უდიდესი ცოდვა, იმის მაგივრად, რომ ამ ცოდვიდან გამოვიდეს ადამიანი, ხდება წაქეზება ამ ცოდვისაკენ მომავალი თაობის. ეს არასოდეს არ ყოფილა საუკუნეების მანძილზე, ამით დღევანდელი ცივილიზაცია განსხვავდება მთელი კაცობრიობის ისტორიისგან, რომ არასოდეს არ ხდებოდა ამის პროპაგანდა, ეს იყო პირადი საქმე თითოეული ადამიანის და არავინ მის პირად გადაწყვეტილებაში არ ერეოდა, მაგრამ თავზე მოხვევა და მცდელობა, პროპაგანდა, რომ ასე აღზარდო, ეს არასოდეს არ ყოფილა. ამიტომ მართებულია, რომ ჩვენ სიწმინდე, ღვთის კურთხევა წინ დავაყენოთ და კიდევ გავახსენოთ, რომ ოჯახი ღვთისკურთხეულია, მისგან შვილიერება კურთხეულია და ერი, რომელიც არ მრავლდება აღიგავება ქვეყნის პირიდან. ასე, რომ ქადაგება, ისეთი ურთიერთობების, რომლიდანაც, ბუნებრივია, ბავშვი არ იბადება, ოჯახი არ იქმნება და არც მრავლდება, დამღუპველია ჩვენი ერისათვის, ეს იცოდეს ყველამ“, - განაცხადა რუსთავის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად