ანონსი 18 მაისი

18 მაისს, 11:00 საათზე, მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის გრიგოლ გეგელიას ბრიფინგი გაიმართება. მის: მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი, მ.ლაღიძის #1 საკონტაქტო: ირაკლი კუპრაძე 595 08 45 33

18 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში უფასო იურიდიული კონსულტაციის დღე გაიხსნება. უფასო იურიდიულ კონსულტაციაზე დასწრება და მაღალკვალიფიციური ადვოკატებისგან რჩევის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

მის.: ზუბალაშვილების 33.

საკონტაქტო პირი: თორნიკე რაზმაძე - 558132241

18 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა გამიზნულია მომავალი აბიტურიენტებისთვის და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც საქართველოში ამერიკული განათლების მიღებით არიან დაინტერესებულნი.

რეგისტრაციის დრო: 11:30-12:00 საათამდე

მის: ტექნიკური უნივერსიტეტის მე-9 კორპუსი, მერაბ კოსტავას N77.

18 მაისს, 12:00 საათზე, მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ევროპის უნივერსიტეტში იხსნება ახალი ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან ცნობილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები.

18 მაისს, 12:00 საათზე, ავლაბარში, ბოჭორმის 50/18- ში გაიმართება მოსახლეობის შეკრება, რათა გააპროტესტონ ხეების მოჭრა და კორპუსების მშენებლობა.

18 მაისს,14:30 საათზე, ბლოკი ''ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების'' მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძის ამომრჩევლს შეხვდება და საარჩევნო კამპანიის დახურავს.

მის: ალექსანდროვის ბაღი

საკონტაქტო: თორნიკე დიასამიძე 597040608, მაკუნა ჟვანია 599434308

18 მაისს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ MARVEL-ის საღამო გაიმართება.„მარველის“ სამყაროზე, მის გმირებსა და ანტიგმირებზე ვლოგერი, ირაკლი კეკელია და „მარველის“ ისტორიების მთარგმნელი, გიორგი კიკაბიძე ისაუბრებენ. ადგილზე მოეწყობა გათამაშებები, გამარჯვებულები „ადამიანი-ობობასა“ და „რკინის კაცის“ ოფიციალური საკოლექციო ფიგურებითა და ისტორიებით, ე.წ. storyteller-ებით დაჯილდოვდებიან.

ივენთი საერთაშორისო პროექტის, „მარველის სუპერგმირების საკუთარი კოლექციის“ ფარგლებში იმართება, რომლის ოფიციალური წარმომადგენელიც საქართველოში არის გამომცემლობა „პალიტრა L”.

18 მაისის მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიებების განრიგი

19:00 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ საღამო გაიხსნება სუხიშვილების ანსამბლის მიერ შესრულებული ცეკვით - ლაზური.

19:30 საათზე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გახსნის გამოფენას „ქართული ეროვნული სამოსი - ისტორია და თანამედროვეობა“. ექსპოზიციის ფარგლებში ხელოვნების სასახლეში დაცულ ისტორიული კოსტიუმებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ნაციონალური სამოსის სახლის მიერ, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ქართული სამოსიც.

20:00 საათზე ხელოვნების სასახლის წითელ ხალიჩაზე ქართველი დრამერები წარმოადგენენ დასარტყამი და სასულე საკრავების შოუს.

21:30 საათზე, პროექტის ფარგლებში „დიდი მხატვრების შედევრები“, „პალიტრა მედიასა“ და ხელოვნების სასახლის ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ მოეწყობა იტალიელი მხატვრის - ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება.

23:00 საათზე, საღამო დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა