გენადი არველაძემ საქართველო-ლიბანის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საქართველო-ლიბანის ბიზნესფორუმი გახსნა, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია. მათ შორის არიან ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე, სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

სამინისსტროს ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში არველაძემ საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, საქართველო მე-6 ქვეყანაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგით და მესამე - საგადასახადო ტვირთის სიმძიმით, რაც საქართველოს აქცევს გამორჩეულად მიმზიდველ ქვეყნად საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის ხელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობას, რომელიც უმოკლესი სატრანსპორტო დერეფანია ევროპასა და აზიას შორის.

„ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ სტაბილურობასა და მდგრად ეკონომიკურ ზრდას, რაც არსებითი ფაქტორებია ქვეყნის რეგიონალურ ჰაბად გადაქცევისთვის ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. საქართველოში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეგიონალური ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები. აქედან გამომდინარე, ყველა ეს შესაძლებლობა შეიძლება გახდეს საქართველო-ლიბანის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების საწინდარი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არველაძემ ლიბანურ მხარეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების მიზნით სავაჭრო მისიების, ბიზნესფორუმებისა და ბაზრობების მოწყობა შესთავაზა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ლიბანის მხარის ინიციატივით შექმნილ საქართველო-ლიბანის პალატაზე. მისი თქმით, აღნიშნული გაერთიანება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კომპანიების თანამშრომლობას, ინვესტიციების გაზრდისა და ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას.

„ჩვენ უნდა შევისწავლოთ შესაძლებლობები და სექტორები, სადაც ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება შეგვეძლება“, - განაცხადა არველაძემ.

„ლიბანის ოფიციალურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლიბანის ტურიზმის მინისტრი, ასევე ლიბანის არარეზიდენტი ელჩი და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ლიბანურ და ქართულ კომპანიებს შორის, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა