გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე - რომ ამბობს, რომ  ჩვენი შეცდომა იყო კოჰაბიტაციაო, რა უნდა ექნათ - ყველანი უნდა ამოებუგათ და ქვეყანა აყვავდებოდა?!

ჭიათურა ახლა ძალიან ცხელია გაფიცვისა და იმ ვითარების გამო, რომ მთელი მთავრობა იქ არის“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მან ისაუბრა შუალედური არჩევნების შესახებ და აღნიშნა, რომ აქამდე ყურადღება სხვაგან იყო, თუმცა ამჟამად ჭიათურა ცხელი ადგილია.

„გვყავს ის, ვისაც მხარს ვუჭერთ არა მარტო მთაწმინდაზე, არამედ მარნეულში, ჭიათურაში, ოზურგეთში, წყალტუბოში და ა.შ. ჭიათურა ახლა ძალიან ცხელია, გაფიცვის და იმ ვითარების გამო, რომ მთელი მთავრობა იქ არის. აქამდე ყურადღება იყო შალვა შავგულიძეზე, ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილი დაესხა თავს პერსონალურად და მთელი „ოცნება“, მერე გადავიდნენ ზუგდიდზე, სადაც ძალადობას მიმართა უკვე ღიად „ოცნებამ““, - განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიამ ისაუბრა ჭიათურაში არსებული ვითარების შესახებ და წამყვანის კითხვაზე იმის შესახებ, რომ მმართველმა გუნდმა ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს დახმარება აღუქვა და გააკეთებენ ყველაფერს, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს, უპასუხა, რომ თავიდან ეს ასე კვალიფიციურად ჩამოყალიბებული არ იყო.

„კალაძემ თქვა, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია, მიდით და ახლავე დაიწყეთ საუბარიო და იქ შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რაღაც გაარკვიეს ამ კომპანიასთან ლეგიტიმურად თუ არალეგიტიმურად, მაგრამ მერე თურმე არაფერი არ იყო გარკვეული. ორ რამეს მინდა, ხაზი გავუსვა: იმას, რაც მოხდა წინა დღეს, როცა ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენელი მიუგზავნეს, ცნობილი ქურდის, „რემენას“ ძმა, რომელიც ძალიან აგრესიული იყო თავის გარემოცვასთან ერთად მედიის მიმართ. აქ ჩანს ეს კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან, დავალებით იყო, რომ იქ გაეყვანა გვერდზე ვიღაც და ეთქვა, დაიშალეთ ძმებოო. მეორე, უბრალოდ აღსანიშნავი იყო ღარიბაშვილის დღევანდელი გზავნილი. ეს ყველაფერი მან, რა თქმა უნდა, დააბრალა წინა მთავრობას და მერე დააყოლა კიდევ უფრო ეგზოტიკური რაღაც - კოჰაბიტაციის ბრალი იყო და ეს შეცდომა უნდა გამოსწორდესო. რას გულისხმობდა, იმას, რომ ყველა არ დაიჭირეს და საერთოდ, ოპოზიცია რომ არსებობს, მაგას? ჩვენი შეცდომა იყო კოჰაბიტაციაო, მაგრამ არ იძახის, რა უნდა ექნათ - ყველანი უნდა ამოებუგათ და ქვეყანა აყვავდებოდა?!“ - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა