Wizz Air ქუთაისის ბაზაზე მესამე „ეარბასის“  A320-ისა და 6 ახალი მიმართულების დამატებას 2019 წლის სექტემბრიდან აანონსებს

WIZZ Air ქუთაისის ბაზაზე მესამე „ეარბას A320“ და ექვსი ახალი მიმართულების დაწყებას აანონსებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ Wizz Air-დან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რეგულარული ფრენები ეინდჰოვენის (ჰოლანდია), ტალინის (ესტონეთი), ბრუსელის (ბელგია), კოპენჰაგენის (დანია), ბარის (იტალია) და ბაზელის (შვეიცარია) მიმართულებით კვირაში რამდენჯერმე შესრულდება.

„საოპერაციო შეფერხების გამო მესამე ბაზირებული თვითმფრინავის დამატება დანიშნული პირველი აგვისტოს ნაცვლად 2019 წლის 10 სექტემბრიდან მოხდება, იმავე დღეს დაიწყება რეისების შესრულებაც. მგზავრებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები ამ ექვსი მიმართულებით 1 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე თარიღებში, WIZZ Air დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ცვლილებების შესახებ. კომპანია მათ ბილეთის თანხის 100%-ით ანაზღაურებას, ბილეთის გადაცვლას (იმავე მიმართულებით სხვა თარიღებზე ან ნებისმიერი სხვა არჩეული მიმართულებით) ან WIZZ კრედიტზე გადახდილი ბილეთის საფასურის 120%-ით ანაზღაურებას სთავაზობს. WIZZ Air გულწრფელ ბოდიშს უხდის მგზავრებს ამ ცვლილებით შექმნილი დისკომფორტისა და უხერხულობისთვის.

მგზავრები, რომლებმაც ბილეთები ტურისტული სააგენტოების მეშვეობით შეიძინეს, უნდა დაუკავშირდნენ ამავე სააგენტოებს დროის ან მიმართულების შესაცვლელად.

მგზავრებს საქართველოდან, რომლებმაც ბილეთები საიტზე wizzair.com ან მობილური აპლიკაციით შეიძინეს, ონლაინ პლატფორმების გარდა, შეუძლიათ დაუკავშირდნენ კლიენტთა მომსახურების სერვისს ნომერზე +995 706 777 037 და განახორციელონ ცვლილებები. სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს კი შეუძლიათ, გადაამოწმონ საკონტაქტო ნომერი: https://wizzair.com/ka-ge/information-and-services/travel-information/special-assistance#/

WIZZ Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ევროპაში მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, ქუთაისის ბაზაზე მეორე ეარბასის დამატებიდან მხოლოდ 8 თვის შემდეგ კი მესამე ეარბას A320-ის დამატება დაანონსა, რომლის საშუალებითაც მგზავრებს უკვე თითქმის ერთ მილიონამდე ადგილს შესთავაზებს. ამ ექვსი მიმართულების დამატებით, 2019 წლის 10 სექტემბრიდან მომხმარებლებს ავიაკომპანია ქუთაისიდან უკვე 27 ავიამიმართულებას შესთავაზებს 18 ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშნულია Wizz Air-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა