„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კომპანიამ გაფიცული  მაღაროელების ექვსი მოთხოვნა დააკმაყოფილა და მზად არის, განაგრძოს მოლაპარაკებები ხელფასის საკითხის შესათანხმებლად

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ 17 მაისს ჭიათურაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართა პროტესტის მონაწილეებთან, სადაც განიხილა დასაქმებულთა ყველა მოთხოვნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მოთხოვნებს შორის იყო როგორც სოციალური, ასევე ეკოლოგიური საკითხები.

„კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა დამსწრე პირებს დასმულ საკითხებთან დაკავშირებით და შვიდი საკითხიდან ექვსი მოთხოვნა ადგილზე დააკმაყოფილა. რაც შეეხება მეშვიდე, ხელფასების გაზრდის მოთხოვნას, მასთან დაკავშირებით, სპეციალურ მმართველს გააჩნია ეფექტიანი ხედვა და გეგმა ამ პრობლემის სისტემურად გადასაწყვეტად, რომლის რეალიზებისათვის გეგმავს კომპანიის აქციონერებისა და სახელმწიფოს ჩართულობას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი შეძლებს პროტესტის მონაწილეთა მოლაპარაკების პროცესში ჩართვას,მედიაციის პროცედურის შესაბამისად და ამით დახმარებას აღმოუჩენს ორივე მხარეს ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიღწევაში. გვსურს, ხაზი გავუსვათ მედიაციის პროცესის მნიშვნელობას კომპანიისთვის და მისი მთელი კოლექტივისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით საკითხის დროულ გადაწყვეტას, რაც მონაწილე ორივე მხარეს თავიდან აგვარიდებს თანმდევ საზიანო შედეგებს.

ვაცხადებთ, რომ კომპანიის მენეჯმენტი გადასულია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე და მზად არის, ნებისმიერი დროს განაგრძოს მოლაპარაკებები და განიხილოს წინადადებები როგორც მედიაციის, ასევე პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატში, დარჩენილი ბოლო, მე-7 საკითხის შესათანხმებლად“, - აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა