ნათია თურნავა პანკისში მცირე ჰესის მშენებლობაზე - პანკისელებს გარკვეულ მოსაზრებებს შევთავაზებთ და  მაღალი კონსენსუსის შემთხვევაში, პროექტის ასე გაგრძელდება

ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, უახლოეს პერიოდში ამას პანკისელებს შევთავაზებთ და მაღალი კონსესუსის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ასე გაგრძელდება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პანკისის ხეობაში, მცირე ზომის ჰესის მშენებლობაზე საუბრისას განაცხადა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მცირე ენერგეტიკის განვითარება, ერთ-ერთი მიმართულება იქნება, რომელიც, რა თქმა უნდა, პანკისელებთან ერთად, რა თქმა უნდა მათთან შეთანხმებული ფორმით იქნება, მათი განვითარების ნაწილი. ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, უახლოეს პერიოდში ამას პანკისელებს შევთავაზებთ და მაღალი კონსესუსის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს პროექტი ასე გაგრძელდება. რატომ?! იმიტომ კი არა რომ ჩვენ თვითმიზანი გვაქვს - გინდა თუ არა მცირე ჰესი აშენდეს პანკისში. ეს ისევ პანკისის განვითარებას წაადგება იმ ფორმით, რა ფორმითაც შევთავაზებთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა რა პირობები შესთავაზა ინვესტორმა პანკისელებს მცირე ჰესის მშენებლობის შემთხვევაში.

„საუბარი იყო 100-მდე ადამიანის დასაქმებაზე, იყო ასევე საუბარი დაახლოებით 120 ათასი ლარის ღირებულების სოციალური პროგრამების დასაფინანსებელ ფონდზე, რომელსაც იქ ინვესტორი ქმნის და ამ ფონდის განკარგვის უფლება თვითონ პანკისელებს ეძლევათ. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც იქ განვითარდება, ასევე პირობები მცირე ბიზნესის და ტურიზმის განვითარებისთვის და ა.შ. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ამ საუბარს კიდევ ერთხელ მივუბრუნდებით, თვითონ მოსახლეობა დაინახავს ამ სიკეთეს, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიღალოთ ამის ახსნით. თუმცა მთავარი პრინციპია - თუ ყველა ამ განხილვის ეტაპის შემდეგ, სახელმწიფო და ინვესტორი თანხმდებიან, რომ უნდა დაიწყოს პროექტი და ინვესტორს უჭირავს ხელში მშენებლობის ნებართვა, ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დროულად, უსაფრთხოდ და ხარისხიანად ეს უფლება ინვესტორმა აღასრულოს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა