არჩევნების დღეს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

19 მაისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის არეალში შემავალ ყველა იმ რაიონში, სადაც არჩევნები ტარდება, საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ სპეციალურად დანიშნული მორიგე ჯგუფები. ასევე, მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, კომპანიის მიერ ამ დღისთვის გამოყოფილი პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან.

„თუ უამინიდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო რომელიმე უბანზე მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას.

გარდა ამისა, მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ენერგომომარაგების არაგეგმიური შეზღუდვის შემთხვევაში, არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა