ლევან იოსელიანი - თუ აქტიურობა იქნება მაღალი, რა გაყალბებაც არ უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ, აუცილებლად გავიმარჯვებთ

იმ შემთხვევაში, თუკი აქტიურობა იქნება მაღალი, რა გაყალბებაც არ უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ, რა საშუალებასაც არ უნდა მიმართოს, აუცილებლად გავიმარჯვებთ,- ამის შესახებ მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ლევან იოსელიანმა შტაბში გამართულ ბრიფნგზე განაცხადა.

იოსელიანის თქმით, მათი დამკვირვებლების მხრიდან მთაწმინდის საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მათგანი აღმოფხვრილია. დარღვევების უმეტესობა მარკირებასთან იყო დაკავშირებული.

"31-ვე უბანზე გვყავს წარმომადგენელი და მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც გაიხსნა უბნები, იყო მცირე დარღვევები, მაგრამ ეს დარღვევები ამ წუთებში აღმოფხვრილია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. მივმართავ ამომრჩეველს და ჩვენს მოქალაქეებს, პატარა დარღვევის შემთხვევაშიც მიმართონ უბნებზე ჩვენს წარმომადგენლებს, რომლებიც აუცილებლად მოახდენენ რეაგირებას და გააფორმებენ შესაბამის ოქმს",-განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და მოქალაქეებს დარღვევების შესახებ ინფორმაცია შეუძლიათ ლევან იოსელიანის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ან ტელეფონის ნომერზე- 2 990037 მიაწოდონ.

ამასთან, ლევან იოსელიანმა ამომრჩეველს მოუწოდა მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ საკუთარი ნება.

„მთავარი არის თქვენი, მოსახლეობის აქტიურობა და თქვენ აქტიურობაზეა დამოკიდებული შეძლებს თუ არა ხელისუფლება მისთვის სასურველი შედეგის დადებას",-განაცხადა იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა