დიმიტრი ცქიტიშვილი - სააკაშვილის მუქარა დიდი ხანია ამოვარდნილია კონტექსტიდან

სააკაშვილის მუქარა დიდი ხანია ამოვარდნილია კონტექსტიდან და ადეკვატურობა დაკარგულია, - ამგვარად გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას "ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.

მისი თქმით, ფუჭია არჩევნების დისკრედიტიის მცდელობა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს არჩევნები ჩატარდეს სამაგალითოდ, დემოკრატიულ ჭრილში, იყოს თავისუფალი გამოხატვის საშუალება. მცდელობები დისკრედიტაციის და პროვოკაციის ეს არის ფუჭი, არ გამოვა, რადგან ხელისუფლების ამოცანაა, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს მიმართა. „ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნები საქართველოში ყოველ ჯერზე ყალბდება, ფული სიგარატის კოლოფებით რიგდება, სიებში გადმოწერილია ხალხი და ამის მიუხედავად, “ქოცების საქმე მაინც ცუდად არის“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა