სოზარ სუბარი - სააკაშვილის მიზანია არეულობის ფასად დაიბრუნონ ხელისუფლება, რასაც ვერ ეღირსებიან

მიხეილ სააკაშვილის მიზანი არის ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი არეულობის ფასად დაიბრუნონ ხელისუფლება, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მას არ აინტერესებს არც ქართველი ხალხის ნება, არც კანონის უზენაესობა და არც საერთაშორისო საზოგადოების აზრი.

„კიდევ ერთხელ, დღეს საღამოს ისინი მწარედ წააგებენ. ის, რასაც სააკაშვილი ამბობს, რაც ვნახეთ ჩანაწერებში, კარგად ჩანს, რომ მათი მიზანი კიდევ ერთხელ არის არეულობა ქვეყანაში, რასაც ისინი ვერ ეღირსებიან. როდესაც ლაპარაკია ძალების მობილიზებაზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს გარკვეულწილად კანონის ფარგლებში ჯდება და ფორმულირება შეიძლება ასეთი გააკეთონ, მაგრამ როდესაც ისინი ლაპარაკობენ, რომ ისინი გადაკეტავენ გვირაბებს, როცა ლაპარაკია, რომ მათ არ აინტერესებთ საერთაშორისო საზოგადოების აზრი, რასაც სააკაშვილი ამბობს, აქ კარგად ჩანს მისი მიზანი, მოაწყოს რამენაირად არეულობა და ამ არეულობის გზით დაბრუნდეს ქვეყანაში. სააკაშვილი იმუქრება ყოველდღიურად, რომ ის დაბრუნდება თუმცა ბოლო 6 წელია კარგად ვხედავთ, მოვუწოდებთ ჩამოვიდეს, წარსდგეს სასამართლოს წინაშე, თუმცა ის ამას ვერ ბედავს და ვერც გაბედავს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს მიმართა. „ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე, შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე", - განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, არჩევნები საქართველოში ყოველ ჯერზე ყალბდება, ფული სიგარატის კოლოფებით რიგდება, სიებში გადმოწერილია ხალხი და ამის მიუხედავად, “ქოცების საქმე მაინც ცუდად არის“.

„თუ რაიმეზე ხელი წაუცდებათ, ნამდვილად არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას, გვერდიდან ყურებას და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების დასკვნების იმედად ყოფნას - მეტი საქმე არა მაქვს, ექვსი თვე ვიღაცის დასკვნას ველოდო", - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი