ელენე ხოშტარია - ხელისუფლების თავგასულობაზე მთავარი პასუხი არის საარჩევნო უბანზე მისვლა და არჩევანის გაკეთება

ხელისუფლების თავგასულობაზე მთავარი პასუხი არის საარჩევნო უბანზე მისვლა და არჩევანის გაკეთება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, „ევროპული საქართველოს" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ყველა იმ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა, ვინც მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და თავისი არჩევანი დააფიქსირა.

„ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ მთავარი პასუხი ხელისუფლების თავგასულობაზე, ეს არის სწორედ უბანზე მისვლა და არჩევანის გაკეთება იმ ძალადობის და უტიფრობის წინააღმდეგ, იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება. ეს არის მთავარი პასუხი საზოგადოების, არჩევნების გზით ანგარიშის მოთხოვნა და ჩვენი მომავლის ჩვენი ხელით შექმნა", - განაცხადა ხოშტარიამ.

მან ამომრჩევლებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის ხმა, ქვეყნის მომავლისთვის, მნიშვნელოვანია.

"მინდა ყველა მოქალაქეს მივმართო, ვინც ჯერ არ მისულა უბნებზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პოზიციის დაფიქსირება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის უკმაყოფილება, ყველა ის უტიფრობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების პირობებში, თქვენს ხელშია და ეს უნდა შევცვალოთ. არ მივცეთ საშუალება ბიძინა ივანიშვილს, რომ მურუსიძეს დარქვას კეთილი და კარგი ადამიანი და შალვა შავგულიძეზე, ადამიანზე, რომელიც იბრძოდა სამართლიანობისთვის და იყო ყოველთვის პრინციპული ადამიანი, თქვას ცუდი", - განაცხადა ხოშტარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა