თამარ ჩუგოშვილი - საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა, საოლქო კომისიებში შეტანილი საჩივრების რაოდენობა, ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა

საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა, რასაც ყველაზე კარგად გამოხატავს საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების რაოდენობა, რომელიც მინიმალურია და ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილმა მხარდამჭერებს და საარჩევნო უბანზე მისულ ყველა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ყველას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს და პარტიულ აქტივს, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში დაუღალავად იშრომა და ოპონენტების პროვოკაციებს სამაგალითოდ გაუმკლავდა. ასევე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციას, შს სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს და ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა არჩევნების ჩატარებაში. ამასთან, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ოლქში, სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებული განსაკუთრებით დიდი დოზით პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, ხოლო იქ, სადაც მათ განსაკუთრებული მობილიზება ჰქონდათ გამოცხადებული, მათი მხრიდან არ წყდებოდა პროვოკაციებისა და დაპირისპირების მცდელობები. საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა, რასაც ყველაზე კარგად გამოხატავს საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივრების რაოდენობა, რომელიც მინიმალურია და ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეაჯამებელი ბრიფინგი "ქართულ ოცნებაში", ხმის მიცემის დასრულების შემდეგ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა