ზუგდიდში ყველა საარჩევნო უბნის დათვლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა  გიორგი შენგელიამ ხმების 54,18%, სანდრა რულოვსმა კი 42,84% მიიღო

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ზუგდიდის ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18%, ხოლო "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო. რაოდენობრივად კი მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა: გიორგი შენგელია 30 470, სანდრა რულოვსი - 24 095. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპეციალ ვებ-გვერდზე განთავსებულ მონაცემებშია აღნიშნული. ამავე მონაცემებში აღნიშნულია, რომ მერობის დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა 1%-ზე ნაკლები მოიპოვეს.

19 მაისის არჩევნებზე ყველაზე მეტი საარჩევნო უბანი - 107 - სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქში იყო გახსნილი და ამ დროისთვის ყველა უბნის მონაცემია დათვლილი.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს