ცესკო -  საოლქო საარჩევნო კომისიებში 116 საჩივარია შესული

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ჯამში, 116 საჩივარია შესული.

როგორც მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჩივრების უმრავლესობა ტექნიკური ხასიათის დარღვევებს ეხება, ხოლო 10 საჩივრით მოთხოვნილია საუბნო შემაჯამებელი ოქმების ბათილობა.

„ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის შესულია 116 საჩივარი. აქედან 33 საჩივარია შესული მარნეულში, ზესტაფონში -10, ხულოში - 21, ზუგდიდში 48, ოზურგეთში - 1, ხოლო თბილისში - 3. საჩივრების უმეტესი ნაწილი ეხება მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს და ძირითადი მოთხოვნაა კომისიის წევრებისათვის დისციპლინარული ზომის დაკისრება. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში ასევე შესულია 10 საჩივარი, რომლებითაც 8 საარჩევნო უბანზე მოთხოვნილია საუბნო შემაჯამებელი ოქმების ბათილობა. მათგან 4 საჩივარია შესული მარნეულში, 5- ზესტაფონში და 1 - თბილისის #1 მაჟორიტარულ ოლქში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული პროცედურები. საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ თითოეულ საჩივარს კანონის პროცედურების დაცვით და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მიქელაძემ.

იხილეთ ვიდეო: ცესკო - საოლქო საარჩევნო კომისიებში 116 საჩივარია შესული

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს