ცესკო - 8-ვე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი მიმდინარეობდა, საარჩევნო კომისიების მიერ ხელით დათვლილი შედეგები აბსოლუტურად დაემთხვა

8-ვე საარჩევნო უბანზე, სადაც ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი მიმდინარეობდა, საარჩევნო კომისიების მიერ ხელით დათვლილი შედეგები აბსოლუტურად დაემთხვა. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძე ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საპილოტე პროექტი ჩართულ მხარეებთან, როგორც ამომრჩეველთა ქცევის, ისე საარჩევნო პროცესის დეტალური ანალიზის შემდეგ შეფასდება.

„19 მაისს, წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი. მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული აპარატების მიერ ზუსტად იქნა დათვლილი შედეგები ბათილი ბიულეტენების ჩათვლით და ფაქტობრივად, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობის თანახმად, შემდგომში ხელით დათვლილი შედეგები დაემთხვა ელექტრონულ შედეგებს. ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტი შეფასდება როგორც ამომრჩეველთა ქცევის, ისე საარჩევნო პროცესის დეტალური ანალიზის შემდეგ ჩართულ მხარეებთან და რა თქმა უნდა, ფართო საზოგადოებასთან ერთან",- განაცხადა მიქელაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს