ზურაბ ჭიაბერაშვილი - მეორე ტურში შალვა შავგულიძის გამარჯვების შანსები უფრო მაღალია

მეორე ტურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ კანდიდატების მხარდამჭერთა პოზიცია, რომლებმაც თავისი საპროტესტო ხმა დააფიქსირეს „ქართული ოცნების“ მიმართ, თუმცა დაუჭირეს სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს მხარი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, იმ არადემოკრატიული და მიუღებელი მეთოდების მიუხედავად, შალვა შავგულიძემ დიდ წარმატებას მიაღწია და მეორე ტურში, გამარჯვების შანსები უფრო მაღალია.

„ჩვენ ყველა ვხედავთ, რა მეთოდებით ატარებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ საქართველოში არჩევნებს და ყოველი მომდევნო არჩევნები აჩენს მათ ნამდვილ სახეს, როგორ ეპოტინებიან ისინი ხელისუფლებას. ამის მიუხედავად, მთაწმინდაზე “ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ მხარდაჭერილმა შალვა შავგულიძემ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, მოიპოვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მთაწმინდელების - მთაწმინდაზე ჩატარდება მეორე ტური, რისთვისაც მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ამომრჩეველს, ასევე იმ ამომრჩეველს, რომელიც მოვიდა უბნებზე, დააფიქსირა თავისი არჩევანი. ახლა მეორე ტურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ კანდიდატების მხარდამჭერთა პოზიცია, რომლებმაც თავისი საპროტესტო ხმა დააფიქსირეს „ქართული ოცნების“ მიმართ, თუმცა დაუჭირეს სხვა ოპოზიციურ კანდიდატებს მხარი. მათი მხარდაჭერა ასევე მნიშვნელოვანი იქნება არჩევნების მეორე ტურისთვის, იმისათვის, რომ მთაწმინდელებმაც და საქართველოს ყველა მოქალაქემ დაინახოს, რომ არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია. ჩვენ ვაპირებთ ძალიან ინტენსიურ მუშაობას და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას მეორე ტურში,"- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს