ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ

ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ. როგორც ერთ-ერთი მაღაროელი პაატა სამხარაძე აცხადებს, მოქალაქეები მათ სოლიდარობას უცხადებენ. ამავდროულად, ქალაქში მანგანეზით დატვირთული მძიმეწონიანი ტრანსპორტის გადაადგილებას აპროტესტებენ.

"მთელი ქალაქია გამოსული. აპროტესტებენ მანგანეზით დატვირთული მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილებას. მოსახლეობა მოითხოვს ეს ტრანსპორტი ქალაქის ცენტრში არ გადაადგილდეს", - განაცხადა პაატა სამხარაძემ.

მისი თქმით, მათ 17 მაისის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები არ შეხვედრიან.

გაფიცვის პარალელურად, მაღაროელები მეოთხე დღეა შიმშილობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მხოლოდ ერთმა მაღაროელმა შეწყვიტა შიმშილობა.

ჭიათურაში მაღაროლები 16 მაისს გაიფიცნენ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ