ლევან გოგიჩაიშვილი - გამორიცხულია მთაწმინდაზე არჩევნები „მურუსიძეს“ მოეგო - ის, რაც მთაწმინდის ოლქში მოხდა, “ქართული ოცნებისათვის“ არის წაგება

გამორიცხულია მთაწმინდაზე არჩევნები „მურუსიძეს“ მოეგო - ის, რაც მთაწმინდის ოლქში მოხდა, “ქართული ოცნებისათვის“ არის წაგება, - ასე ეხმაურება 19 მაისის შუალედურ არჩევნებს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

დეპუტატის აზრით, თუკი არჩევნების მეორე ტურში მაჟორიტარობის კანდიდატები ლევან იოსელიანი, გრიგოლ გეგელია და ჰერმან საბო მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერენ, არჩევნებს შავგულიძე მოიგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მას გამარჯვება გაუჭირდება და მეორე ტურს, სავარაუდოდ, ლადო კახაძე მოიგებს.

“ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდაზე წარმოუდგენლად ცუდი შედეგი დადო, მაშინ როცა შტაბს ქალაქის მერი ხელმძღვანელობდა და თბილისის მთელი პარტიული რესურსი მობილიზებული იყო. როცა საპარლამენტო ციკლის დასრულებამდე ერთი წელია დარჩენილი, შუალედურ არჩევნებს “მკვდარი სეზონი“ ქვია. როგორც წესი, ასეთ დროს ყოველთვის ხელისუფლება იგებს. თბილისში მორალური ზღვარი წაშლილია და ეს იგრძნობა. ადამიანები თბილისში “ქართული ოცნების“ გამარჯვებაში საკუთარ გამარჯვებას ვეღარ ხედავენ და “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გამარჯვებით ვერ ზეიმობენ. ზუგდიდმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ორი სიმახინჯიდან უფრო ნაკლები სიმახინჯე აირჩია. თბილისში მორალური კონსენსუსის კანდიდატი რომ ყოფილიყო, მთაწმინდის არჩევნებიც “ქართული ოცნებისათვის“ დამთავრებული იქნებოდა - მორალური ბლოკის კანდიდატი “ქართულ ოცნებას“ ყველგან მოუგებს არჩევნებს, განსაკუთრებით თბილისში“, - განცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცესკოს მონაცემებით, მთაწმინდის ოლქში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41%, შალვა შავგულიძემ კი 36,83% მიიღო. არჩევნების ამ შედეგით, მეორე ტური ჩატარდება.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო