ნიკა მელია - ყველა გუნდი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები შეუთანხმებლად მიიღება, მარცხისთვისაა განწირული

ყველა გუნდი, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუთანხმებლად ხდება, მარცხისთვის არის განწირული, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თამვჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პარტიამ გუნდის შიგნით, ერთობლივი კონსულტაციების გზით უნდა მიიღოს და შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ნიკა მელიას განმარტებით, აღნიშნულში სკანდალური არაფერია.

„არ ნიშნავს, რომ აქცია არ უნდა დაიწყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობა არ უნდა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, დანაშაულებრივი რეჟიმის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვანი განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი, ეს არის მთავარი, მნიშვნელოვანი და წარმატების ერთ-ერთი საწინდარი. ამის შემდეგ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. აქ არაფერი სკანდალის შემცველი ნამდვილად არ არის.

გამარგინალებულ, გაბანკროტებულ ბიძინა ივანიშვილს საჩუქარი არ უნდა გავუკეთოთ“, - აცხადებს ნიკა მელია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს