თბილისის საკონცერტო დარბაზში კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

21 მაისს მსოფლიო კულტურული განვითარების დღეს აღნიშნავს. ამ თარიღს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2014 წლიდან ტრადიციულად სხვადასხვა სახის ღონისძიებით უერთდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 21 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზის „ივენთ ჰოლში“ კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი კონცერტზე მისულ სტუმრებს პროგრამას - „მსოფლიო ხალხთა ცეკვები“ წარუდგენს.

„ღონისძიებას საქართვლოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ასევე საქართველოს მთავრობის, საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებითა და ფინანსური ხელშეწყობით, ასევე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება.

2001 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კულტურული მრავალფეროვნების განვითარების საყოველთაო დეკლარაცია შეიმუშავა, რის საფუძველზეც 2002 წლის 21 მაისს მიიღეს გადაწყვეტილება, ყოველი წლის ამ დღეს აღნიშნონ კულტურული მრავალფეროვნების დღე დიალოგისა და განვითარებისთვის. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში კულტურული ღირებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და ხაზს უსვამს კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელობას მსოფლიოს ხალხთა ჰარმონიული ცხოვრებისათვის.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა