კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% ცუდად, 36% კი დადებითად აფასებს

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც მთავრობის საქმიანობას ნეგატიურად აფასებენ, მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

კითხვაზე: როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, აპრილის თვეში გამოკითხულთა 56% პასუხობს, რომ ცუდად. 36% მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს, 6%-მა არ იცის ამ კითხვაზე პასუხი, ხოლო 1% უარს ამბობს პასუხზე. ამავე კითხვაზე 2018 წლის დეკემბერში გამოკითხულთა 53%-მა მთავრობის საქმიანობა ცუდად შეაფასა, ხოლო 44% -მა კარგად. 2018 წლის მარტში მოსახლეობის მიერ მთავრობის საქმიანობის შეფასება, ასევე უარყოფითი იყო. გამოკითხულთა 49% -ის მიერ მთავრობის საქმიანობა შეფასებულია ცუდად, ხოლო 45%-ის მიერ კარგად.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) და "CRRC-საქართველომ" მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგები წარუდგინა. საველე სამუშაოები 28 მარტი -15 აპრილის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 2 927 ადამიანი. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2.3% ია.

იხილეთ ვიდეო: კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% ცუდად, 36% კი დადებითად აფასებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა