შსს-ს თანამშრომლებმა ძალისმიერი სამჭიდის 29-ე მსოფლიო ჩემპიონატში 6 ოქროს მედალი მოიპოვეს

საერთაშორისო ტურნირი მიმდინარე წლის 16-19 მაისს, უკრაინის ქალაქ ლუცკში გაიმართა. გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოლეგები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალოვანი სტრუქტურების დივიზიონში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა იასპარეზეს: კობა კობახიძემ (საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი), რამაზ გაბაიძემ (სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი), თეიმურაზ გოგოლაძემ (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი), დავითი ჯოიძემ (ობიექტების დაცვის დეპარტამენტი) და შალვა ბებიაშვილმა (სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი).

ხუთივე სპორტსმენმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველი ადგილი და 6 ოქროს მედლი მოიპოვა. ჩემპიონატში მსოფლიოს 25 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა