კახეთში მევენახეთა პირველი კონფერენცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა რეგიონის მეღვინეებმა, მევენახეებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, პროექტის ინიციატორმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა სამხარაულმა და კახეთის მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიმართეს.

„წელს მევენახეთა კონფერენცია პირველად იმართება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შუაგულ კახეთში ტარდება და მონაწილეობას ჩვენი მევენახეები, მეღვინეები, ფერმერები და დარგით დაინტერესებული პირები იღებენ. მათ ყველაზე კარგად იციან სექტორში არსებული გამოწვევები. გასულ წელს 85 მლნ ბოთლზე მეტი ექსპორტი განხორცილდა, ბოლო 4 წლის განმავლობაში კახეთში ახალი ვენახები 7 000 ჰექტარზეა გაშენებული. ეს არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით განხორციელებული მხარდამჭერი პროექტების შედეგი“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

კონფერენციაზე მევენახეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქპატენტის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კონფერენციის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა