რაულ ხაჯიმბა ოპოზიციას „ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში“ ადანაშაულებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ოპოზიციას, რომელმაც 20 მაისიდან უვადო პროტესტი დაიწყო, „ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში“ ადანაშაულებს. რაულ ხაჯიმბას თქმით, ოპოზიციის ქმედება სწორედ „ხელისუფლების მიტაცების მცდელობას“ ადასტურებს.

„უკვე ვისაუბრე კონსტუტუციით დადგენილ ვადებში საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდად ჩატარების აუცილებლობაზე. თუმცა, ოპოზიციის ქმედებები ართულებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობას. ფაქტები, რომლებსაც ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში, ცხადყოფს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ ახსნან ეს დემოკრატიული მისწრაფებებით. მოგიწოდებთ, არ აყვეთ პროვოკაციებს, გამოიჩინოთ თავშეკავება და დაკვირვებულობა“ - ნათქვამია რაულ ხაჯიმბას მიმართვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა