ნინო ბურჯანაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თბილისში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს როზარია პულს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ნინო ბურჯანაზე აღნიშნავს, რომ შეხვედრამ საქმიან გარემოში ჩაიარა.

ნინო ბურჯანაძემ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია და როზარია პულსისთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთთან და მათ შორის ნატო-ს სტრუქტურებთან მხოლოდ თანამშრომლობა და არა წევრობა. მისი განცხადებით, „საქართველოში უკვე დგას უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები და დამატებით კიდევ სხვა ქვეყნის სამხედრო ძალის განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე ხელს შეუშლის, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე მთლიანად რეგიონალურ სტაბილურობას“.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ეს პოზიცია ხელს სულაც არ უშლის აზრების გაცვლას და ერთმანეთთან კოორდინირებას, უფრო მეტიც, ამ ტიპის ურთიერთობა როგორც ნატო-სთან ასევე ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო არის გლობალური სამყაროს ნაწილი.

ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც ძალიან ხშირად მოითხოვენ ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებას და თავს პროდასავლურ ძალად აცხადებენ, სწორედ ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს და ხელს უშლიან ქვეყნის ნამდვილ ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ნინი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო კავშირი, ის ასევე არის დემოკრატიულ სახელმწიფოებზე დაფუძნებული კავშირი. ამიტომ ვინც ნატო-ს წევრობაზე ყველაზე მეტს საუბრობს, უმჯობესია, ქვეყანაში რეალური დემოკრატიის ჩამოყალიბებაზე იზრუნოს.

ნატო-ს ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პულსმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნატო-ს სურს დაეხმაროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოტენციალის გაძლიერებაში, ხოლო საქართველოს ხვალ ნატო-ში გაწევრიანება თუ არგაწევრიანების საკითხი მოსახლეობის და ხელისუფლების გადასაწყვეტია.

მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის სტაბილურობისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ყურადღება გაამახვილეს ზუგდიდის შუალედურ არჩევნებზე, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან შორს იყო დემოკრატიის სტანდარტებისაგან. ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებს არ დაეკარგოს აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის სტაბილურობა დიდი საფრთხისა და გამოცდის წინაშე დადგება.

შეხვედრის ბოლოს ნინო ბურჯანაძემ და როზარია პულსმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნის სტაბილურობა და დემოკრატიული განვითარება საქართველოში მიღწეული იქნება“, - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა