„საქსტატის“ დირექტორი - გარკვეულმა კატეგორიამ სამუშაოს პოვნის იმედი დაკარგა - ისინი გადადიან ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში

უმუშევრების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გადასულია ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში, ანუ გაიზარდა მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ, - ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც „საქსტატის“ დირექტორმა განმარტა, ბოლო მონაცემებით უმუშევრობის დონის შემცირება ძირითადად უკავშირდება ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის ზრდას, რაც მათ შორის იმას გულისხმობს, რომ ადამიანების გარკვეულმა კატეგორიამ დაკარგა სამუშაოს პოვნის იმედი.

„უმუშევრობის მაჩვენებელი ბოლო მონაცემების მიხედვით, შემცირდა, ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ უმუშევართა გარკვეული ნაწილი დაქირავებულთა კატეგორიაში გადავიდა და თუ ტენდენციას დავაკვირდებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი გადასულია ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში, ანუ გაიზარდა მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ. თუ ადრე ეს მაჩვენებელი 1 მილიონის ფარგლებში იყო, დღეს დაახლოებით 1 100 000 მიუახლოვდა. ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ გარკვეულმა კატეგორიამ, თუნდაც დაკარგა სამუშაოს პოვნის იმედი და სამსახურს თუ აღარ ეძებს ადამიანი, მეთოდოლოგიის მიხედვით გადადის ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობაში,“-განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.8 პროცენტი შეადგინა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში