მამუკა ბახტაძე დავით გარეჯზე - დარწმუნებული ვარ, ყველა საკითხი იმ სულისკვეთებით გადაწყდება, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია

დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ამ პროცესს ეხება, იმ სულისკვეთებით იქნება გადაწყვეტილი, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანში დაგეგმილ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომას.

მისი თქმით, კომისიის მუშაობის შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

„შემდეგი 2 დღის განმავლობაში ბაქოში გაიმართება კომისიებს შორის შეხვედრები. მოგეხსენებათ, ჩვენ კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნებოდა ახალი კომისიები და დაიწყებდნენ მუშაობას. ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი. თითოეულ ნიუანსს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა. აქედან გამომდინარე, კომისიის მუშაობის შედეგებზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ამ პროცესს ეხება, იმ სულისკვეთებით იქნება გადაწყვეტილი, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა