ივანე მაჭავარიანი ლარზე - არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა

არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერია და შექმნილი ვითარება ყველა ქვეყანას ახასიათებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჟიოტაჟის გამო ვალუტის კურსის გაუფასურების ნიშნული ბუნებრივზე მაღლა ადის ხოლმე, თუმცა შემდეგ ისევ დაბლა იწევს.

„როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკის ფუნდამენტური მაჩვენებლები არის კარგი, ამას რასაკვირველია, ვასაბუთებთ ციფრებით. ზედიზედ 3 წელია მცირდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2017 წელთან შედარებით განახევრდა. ასევე, 3 წელია ზედიზედ ექსპორტი იზრდება. აპრილის მონაცემებით, 30% იანი ზრდა იყო. ესეც სერიოზული მაჩვენებელია. ამ მიმართულებით სვლა უნდა განვაგრძოთ. ამის პარალელურად, ტარდება დედოლარიზაციის ღონისძიებები. დოლარზე დამოკიდებულება ალბათ, სრულად არ გაქრება, მაგრამ ეს ტენდენციები რომ გაგრძელდეს, ჩვენ უფრო დაცულები ვიქნებით ყველა ტიპის რყევისგან.

მოკლევადიანი რყევები ზოგადად ახასიათებს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, მითუმეტეს განვითარებად და მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. ამ რყევებს ზოგჯერ აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და უფრო მაღალ ნიშნულზე ადის ხოლმე, ვიდრე მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მერე ჩამოდის და დგება იქ, სადაც უნდა დადგეს. დაახლოებით, იმავეს ველოდებით ახლაც. არაფრი განსაკუთრებული არ ხდება, ეს არის მოკლევადიანი რყევა. მას პასუხად აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკა და მაგ მიმართულებით გეუბნებით, რომ ყველაფერი მიდის სწორად,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრის აზრით, მოსაზრება, რომ ლარის კურსის ცვლილება ბიზნესს აკოტრებს, არასწორია. მისი თქმით, სიტუაცია პირიქით არის და ეკონომიკა იზრდება.

„არანაირი ბიზნესი არ კოტრდება, პირიქით ეკონომიკა იზრდება. საქართველო ყველაზე დიდ მდგრადობას აჩვენებს რეგიონში ყველა სხვა ვალუტასთან შედარებით. ისეთ ნავთობით მდიდარ ქვეყანაში, როგორიც არის აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ა.შ. ნახეთ ვალუტის კურსს რა მოსდიოდა. შესაბამისად, მოკლევადიანი რყევები რაღაცა პერიოდულობით ყოველთვის არსებობდა და ალბათ, იარსებებს. ამის წამალი არის ზუსტად დედოლარიზაცია, სწორი ეკონომიკური მაკრო და ფისკალური პოლიტიკა,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა