ლევან დავითაშვილი - ახალგაზრდები არიან სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა

სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ახალგაზრდები არიან სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ახალგაზრდა ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აგრარული სფერო თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში და 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ცოდნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და პროფესიული უნარებით ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრა.

„ბოლო წლების ტენდენციას თუ დავაკვირდებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მათთვის სულ უფრო მეტად საინტერესო ხდება. ფერმერობა ადვილი არაა, ფერმერს მეწარმეობის ყველა რისკთან ერთად, ბუნებრივ რისკებთან გამკლავებაც უხდება, ამიტომ ფერმერობა არის საკმაოდ რთული და ამას დიდი სიმამაცე და სითამამე სჭირდება. მადლიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად მიწევს საქმის კეთება",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

,,ახალგაზრდა ფერმერებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ესწრებოდა.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) მიერ შემუშავებული წიგნის „მეცხოველეობა-მეფრინველეობა - წარმოების ტექნოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის გამოცემა ფონდის „კონსტანტა“ და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა