7 თვის ჩვილის  მკვლელობის საქმის პროკურორი - ბრალდებულ არასრულწლოვანს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება

7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო ექსპერტიზა კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება, მათ შორის ექსპერტიზა ჩატარდება 7 თვის ბავშვის მკლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც.

მისივე თქმით, დანაშაულში ბრალდებულმა სასამართლოზეც დუმილის უფლება გამოიყენა.

„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების არგუმენტები და განუსაზღვრა პატიმრობა. ბრალდებულმა დააფიქსირა პროცესზე, რომ იყენებს დუმილის უფლებას. ამ ეტაპზე საქმის მასალებზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ არასრულწოვნის ინტერესებიდან გამომდინარე“, -განაცხადა საქმის პროკურორმა.

ნანა გუგუტიშვილის თქმით, დაკავებამდე ბრალდებულმა გამოძიებას საკუთარი პოზიცია მიაწოდა, ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ კი, დუმილის უფლებით ისარგებლა.

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გოგონას გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა