ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობა, რამდენიმე დღით ე.წ. საზღვარს კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი, სკოლებში „ბოლო ზარისადმი“ მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებია.

„უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბოლო ზარის აღნიშვნის პერიოდში, 24 მაისის 20:00 საათიდან დაიკეტება ყველა სასაზღვრო გამშვები პუნქტი, სადაც მოქალაქეები გამარტივებული წესით კვეთენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ტერიტორიიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტის ცნობით, ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, 26 მაისს 06:00 საათიდან გააგრძელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო