რადიოჰოლდინგმა „ფორტუნა“ „ოქროს ტალღის“ 8 კატეგორიის ნომინანტები დაასახელა

რადიოჰოლდინგმა „ფორტუნა“ „ოქროს ტალღის“ 8 კატეგორიის ნომინანტები დაასახელა. „რადიო ფორტუნას" ინფორმაციიით, წელს პირველად, კონკურსის არსებობის ისტორიაში, „ოქროს ტალღამდე“ მცირე ხნით ადრე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნა“-ში ნომინანტი სამეულების ვინაობა გამჟღავნდა.

„ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის მოხვდა ის სიმღერები, რომელთა პრემიერა მთელი წლის განმავლობაში რადიოჰოლდინგის ოთხი რადიოს: „არ დაიდარდოს“, „ფორტუნას“, „ავტორადიოსა“ და „ფორტუნა პლუსის“ ეთერში შედგა.

რადიოჰოლდინგ „ფორტუნაში“ გამართულ პრესკონფერენციას, სადაც სამეულები გამოცხადდა, დაესწრნენ რადიო „ფორტუნას“ მუსიკალური ხელმძღვანელი, ნატა ხარაშვილი, რადიოჰოლდინგის პიარმენეჯერი, თათა სადრაძე, მომღერლები ანრი ჯოხაძე და სოფო გელოვანი, რომლებიც სხვადასხვა დროს „ოქროს ტალღის“ მთავარი ჯილდოს მფლობელები გახდნენ.

როგორც რადიო „ფორტუნას“ მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, ნატა ხარაშვილმა განაცხადა, „სულ 156 სიმღერაა შემოსული, თუმცა ყველა სიმღერა ვერ მოხვდა ნომინანტთა სიაში". მისივე თქმით, მოხვდნენ მხოლოდ გამორჩეულები.

„წელს, ოქროს ტალღის გამარჯვებულებს ვავლენთ სამ ეტაპად. ეს არის ჟიურის მიერ გადაწყვეტილი, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები ჟიურის არჩევანის მიხედვით. ჟიურის ვინაობას დავასახელებთ 11 ივნისს, იქამდე კი მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია. 8 ნომინაციაში გამარჯვებულებს ავლენს ჟიური, დანარჩენ ნომინაციებში განარჯვებულებს კი რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" შემოქმედებითი გუნდი და ერათადერთი ნომინაცია, სადაც ხალხი აკეთებს არჩევანს, ეს არის ინტერნეტრჩეული, ანუ ხალხის რჩეული", - აღნიშნა ნატა ხარაიშვილმა.

როგორც "ოქროს ტალღის" მთავარი ჯილდოს მფლობელმა, სოფო გელოვანმა განაცხადა, გამარჯვების პერიოდი კარგად ახსენდება და დადებით ემოციებთან ასოცირდება.

"ჩვენ მომღერლები არ ვართ გათამამებული მედიისგან ასეთი ყურადღებით და აქ რომ მოვდივარ, ოჯახის წევრივით ვარ. ჩვენ პირველი წლის გამარჯვებულები ვართ, ძალიან კარგად მახსენდება და ასოცირდება დადებით ემოციებთან. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო", - განაცხადა სოფო გელოვანმა.

ანრი ჯოხაძემ რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ფორტუნამ" ზუსტად იცის წლის განმავლობაში რა სიმღერები ლიდერობენ.

"ვუერთდები სოფოს, არ ვართ მედიისგან განებივრებულები და ვერც ვიქნებით, რადგან წლიდან წლამდე არც თუ ისე ბევრი სიმღერა იწერება. რაც შეეხება პროექტს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო რადიოჰოლდინგს. ვინ თუ არა, თქვენი ჰოლდინგი, რომელიც აკეთებს დაჯილდოების ცერემონიალს. მათ ზუსტად იციან წლის განმავლობაში რა სიმღერები ლიდერობენ და მიხარია, რომ ამ ამბავში თქვენს გვერდით ვარ", - აღნიშნა ჯოხაძემ.

რადიო "ფორტუნას" ინფორმაციით, კომპეტენტური ჟიურის მუშაობის შედეგად, 8 ნომინაციაში: „წლის სიმღერა“, „წლის მომღერალი ქალი“, „წლის მომღერალი მამაკაცი“, „წლის დუეტი“, „წლის დებიუტი“, „წლის რიმეიქი“, „წლის ქალაქური სიმღერა“ და „წლის ჯგუფი/ანსამბლი“ სამ-სამი მთავარი ნომინანტი გამოიკვეთა.

წელს პირველად, კონკურსის არსებობის ისტორიაში, „ოქროს ტალღამდე“ მცირე ხნით ადრე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნა“-ში ნომინანტი სამეულების ვინაობა გამჟღავნდა.

ჩამონათვალი ასეთია:

წლის სიმღერა - სტეფანე -„ შენთან მოვდივარ“; ანრი ჯოხაძე - „ცივი ნოემბერი“; ნოდიკო ტატიშვილი - „მე ვოცნებობდი“.

წლის დებიუტი - Project-O – „არ მახსოვს“; ქართული კვარტეტი - „მზის სხივები“; გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები - „ისე ძლიერ შეგიყვარე“.

წლის ჯგუფი/ანსამბლი - მგზავრები - „რემბო“; სახე - „სიყვარულის დღე“; შვიდკაცა - „მხარე ლამაზი“.

წლის დუეტი - მწვანე ოთახი და უმა ჯეი - „ჩემთან აღარ ხარ“; სოფო ნიჟარაძე და საბა კემულარია - „შემოდგომა“; გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები - „ისე ძლიერ შეგიყვარე“.

წლის მომღერალი ქალი - ლელა წურწუმია - „შორს, სადღაც შორს“ (Live); სოფო გელოვანი - „ცივი ხელები“; მაკა ზამბახიძე - „ჩემთან ერთად“.

წლის მომღერალი კაცი - სტეფანე - „შენთან მოვდივარ“; ნოდიკო ტატიშვილი - „მე ვოცნებობდი“; გიორგი სუხიტაშვილი - „დაბრუნდები“.

წლის ქალაქური სიმღერა - ლაშა ღლონტი და გროს ოქტეტი - „ჩემი ხარ თუ სხვისი ხარ“; თეატრალურის კვარტეტი - ჯანსუღ კახიძის პოპური; ტრიო ალილო - „ძველი ჰანგი“.

წლის რიმეიქი - ქართული ხმების ტრიო - „წვიმდა“; სოფო ნიჟარაძე და საბა კემულარია - „შემოდგომა“ ; ტრიო ალილო - „ძველი ჰანგი“.

„ოქროს ტალღის“ სხვა ნომინაციების გამარჯვებულები, რომლებსაც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ შემოქმედებითი ჯგუფი ავლენს, მათ შორის „ფორტუნას“ რჩეული, წლის პროდიუსერი და მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პრიზის მფლობელი, სამეულის გამოცხადების გარეშე, პირდაპირ დაჯილდოების ცერემონიაზე დასახელდებიან.

რაც შეეხება ინტერნეტრჩეულს, მის გამოსავლენად ჯერ კიდევ მიმდინარეობს ხმის მიცემა. საიტზე goldenwave.ge შეგიძლიათ, თქვენს რჩეულს მხარი დაუჭიროთ. ხმის მიცემა გაგრძელდება 10 ივნისამდე.

ტრადიციულად, „ოქროს ტალღისთვის“ შერჩეული ჟიურის ვინაობაც 11 ივნისს დასახელდება, ცერემონიამდე ჟიურის ყველა წევრის ვინაობა გასაიდუმლოებულია.

წლევანდელი „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ ჯგუფს „ქუინი“ ეძღვნება. სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში ჩამოდის კანადელი შემსრულებელი მარკ მარტელი, რომელიც „ქუინის“ სიმღერებს შეასრულებს.

2019 წლის 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი „ოქროს ტალღას“ უმასპინძლებს. წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიას რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ წელს უკვე მეექვსედ მართავს.

„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი „პე-ეს-პე“ -ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდამ თბილისი”, ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“, - აღნიშნულია რადიო "ფორტუნას" ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა