პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის დარღვევისათვის სანქციების ოდენობა იზრდება. ამას “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ბიუროს 27 მაისის სხდომაზე წარედგინება.
კერძოდ, მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევისათვის არსებული 500-ლარიანი ჯარიმის ოდენობა იზრდება 1000 ლარამდე, იურიდიული პირისთვის - 500 ლარიდან 2000 ლარამდე.
მონაცემთა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე დამუშავებისათვის - 500 ლარიდან იზრდება 1000 ლარამდე, იურიდიული პირისთვის - 500 ლარიდან 2000 ლარამდე.
ვიდეოთვალთვალის ან აუდიომონიტორინგის განხორციელების წესების დარღვევისათვის - 500 ლარიდან იზრდება 1000 ლარამდე, იურიდიული პირისთვის - 500 ლარიდან 2000 ლარამდე.
მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის წესების დარღვევით დამუშავებისათვის - 3000 ლარიდან ფიზიკური პირებისთვის მცირდება 2000 ლარამდე.
მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის - 500 ლარიდან იზრდება 2000 ლარამდე, იურიდიული პირისთვის - 500 ლარიდან 4000 ლარამდე.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ჯარიმა 1000 ლარიდან იზრდება 2000 ლარამდე, იურიდიული პირისთვის - 1000 ლარიდან 4000 ლარამდე.
ასევე დგინდება ახალი სახის სამართალდარღვევები და წესდება შესაბამისი სანქციები. კერძოდ, გარდაცვლილი პირის მონაცემთა დამუშავების წესების დარღვევა - ჯარიმა 1000 ლარი, იურიდიული პირისთვის - 2000 ლარი.
კანონის III თავით დადგენილი მონაცემთა სუბიექტის უფლებების დარღვევა - ჯარიმა 1000 ლარი, იურიდიული პირისთვის - 1500 ლარი.
კანონის 23-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება - ჯარიმა 1000 ლარი, იურიდიული პირისთვის - 1500 ლარი; მონაცემთა დამუშავების დაგეგმვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა - ჯარიმა 2000 ლარი, იურიდიული პირისთვის - 3000 ლარი.
მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის რეგისტრირების ვალდებულების შეუსრულებლობა - ჯარიმა 1000 ლარი, იურიდიული პირისთვის - 1500 ლარი.
ინციდენტის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორისათის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა - ჯარიმა 2000 ლარი, იურიდიული პირისთვის - 3000 ლარი.
ინციდენტის შესახებ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობა - ჯარიმა 3000 ლარი, იურიდიული პირისთვის - 5000 ლარი.
მონაცემთა დამუშავების ზეგავლენის შეფასების ვალდებულების შეუსრულებლობა - ჯარიმა 2000 ლარი, იურიდიული პირისთვის - 3000 ლარი. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა - ჯარიმა 3000 ლარი, იურიდიული პირისთვის - 3000 ლარი.
კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა - ჯარიმა 1000 ლარი, იურიდიული პირისთვის - 2000 ლარი.
სახელმწიფო ინსპექტორისთვის ან სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლების რეალიზებაში ხელის შეშლა - ჯარიმა 1000 ლარი, იურიდიული პირისთვის - 2000 ლარი.
საკანონმდებლო პეკეტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოამზადა და მისი ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ცოტნე ზურაბიანი, ვანო ზარდიაშვილი, ირაკლი ბერაია და ანრი ოხანაშვილი.