გია ვოლსკი - რთულ მემკვიდრეობათა შორის, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო,  ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საზღვრების დემარკაცია, მათ შორის აზერბაიჯანთან

რთულ მემკვიდრეობათა შორის, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია საზღვრების დემარკაცია, მათ შორის აზერბაიჯანთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ დავით გარეჯის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მე მოვუწოდებდი ჩემს კოლეგებსაც, ოპონენტებსაც, ხმამაღალი განცხადებებისაგან თავი შეიკავონ. დაამთავრებს კომისია მუშაობას, როგორც გვეუბნებიან, პროგრესი არის, სირთულეებიც საკმაოდ თვალში საცემია, მაგრამ სწორედ მოლაპარაკების მიზანი ეს არის, რომ სირთულეებს როგორმე დაედოს ბოლო. გზის გაყვანის მიმდინარეობა ცუდი თემაა, არ არის ადვილი თემა, მაგრამ მოლაპარაკების ფორმატში ჯდება ყველანაირი მოქმედებები. მოლაპარაკება დღეს არის პრიორიტეტი და ყველამ ყურადღება მიაქციოს ამას. ის, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას უკავშირებენ რაღაც მოქმედებებს, ეს არის უადგილო ადგილას პოლიტიკური დივიდენდის მიღების მცდელობა. აზერბაიჯანმა და საქართველომ იციან, რომ ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა არის საგანგებო მნიშვნელობის, და არა მარტო ამ ორი ქვეყნისათვის, არამედ მსოფლიო წამყვანი ქვეყნებისათვის. ეს უნდა დაედოს საფუძვლად ყველანაირ მოლაპარაკებას და მითუმეტეს მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს ორიენტირებული სწორედ ამ ნიშანზე",- განაცხადა ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა